“ვინც ფიქრობს, რომ “ოცნებასთან” პროგრესია, გამოვიდნენ და ახსნან, რაში გამოიხატება ის”- ხოშტარია ოპოზიციაზე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ოპოზიციის ამ ნაწილმა თავად უნდა აუხნას მოსახლეობას თავიანთი შეცვლილი დამოკიდებულების შესახებ” – ამ კომენტარით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რამდენიმე ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვინც თვლის, რომ “ქართულ ოცნებაში” არის პროგრესი, უნდა დაასაბუთოს რაში გამოიხატება ეს პროგრესი.

“დღეს არის მომენტი, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილმა, გვარები თავად თქვან, რომელსაც მიაჩნია, რომ “ოცნებასთან” არის პროგრესი ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნან ეს პოზიცია და დაასაბუთონ. მათ შორის, რას ნიშნავს პროგრესი, არის ეს საფუძველი იმის, რომ შევიდნენ პარლამენტში?  დაასაბუთონ და იყვნენ გამჭირვალეები ამომრჩევლის წინაშე”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი