“ვინც სააკაშვილი-გვარამია-ბოკერია-უგულავასთან დაკავშირებული არ არის, ჯანსაღი პოლიტიკოსები არიან” – ირაკლი კობახიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშილი, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა “პათოლოგიური და ოდიოზური” პოლიტიკოსები არიან. მისი აზრით, ის ადამიანები, ვინც მათთან არიან ასოცირებულნი რაიმე ფორმით, პარლამენტში არ უნდა იყვნენ.

„სააკაშვილი-გვარამია-ბოკერია-უგულავა, ესენი არიან ოდიოზური პათოლოგიური პოლიტიკოსები, ვინც ამ სახეებთან არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული და ასოცირებული, არიან ჯანსაღი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, მათი ადგილი პარლამენტშია. მაგრამ ვინც ასოცირებულია ამა თუ იმ ფორმით ასეთ არაჯანსაღ პოლიტიკოსებთან, მათი ადგილი პარლამენტში არ არის“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ამოცანაა, რომ პარლამენტში “ჯანსაღი ძალები” მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილნი და სააკაშვილი-გვარამია-ბოკერია-უგულავას არ აქვთ მათი დაშანტაჟების უფლება.

“არ შეიძლება ასეთი პათოლოგიური ადამიანები, ბოკერია-გვარამია-სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ექცეოდნენ მათი გავლენის ქვეშ. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ არაფერი არ გვაქვს დასაჩქარებელი, „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ აქვს დასაჩქარებელი, ჩვენ ყველა პარტიის პოზიციას ველოდებით. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად იყვნენ წარმოდგენილი ჯანსაღი პოლიტიკური ძალები“ – აღნიშნა კობახიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი