გიგა უგულავამ მოსახლეობას, ვინც თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, მოუწოდა მეორე ტურში მონაწილეობის მაგივრად, აქციაზე მივიდნენ და ასე გააპროტესტონ შედეგები.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციის დეტალები ხვალ 12 საათზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ოპოზიცია საბოლოოდ შეთანხმდება გეგმაზე.
ოპოზიციური პარტიები 21 ნოემბერს მეორე ტურში მონაწლეობას არ იღებენ და არც კამპანიას ატარებენ.
ამის მიუხედავად, კანონის მიხედვით, ბიულეტენებში მეორე ტურში გადასული ოპოზიციური პარტიის კანდიდატები მაინც იქნებიან წარმოდგენილები.