“ველოდებით ხელისუფლების მხრიდან გონივრული წინადადების შემოთავაზებას” – სერგი კაპანაძე მოლაპარაკების მესამე რაუნდზე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს და ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება გონივრული წინადადება შემოთავაზებული” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებებზე უარს იტყვის ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.

“თუ ეს  გონივრული წინადადება არ იქნა წამოყენებული და თუ ისინი უარს აცხადებენ მოლაპარაკების გაგრძელებაზე, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიას, რომელიც აქამდე შევიმუშავეთ. ეს სტრატეგია გადის არჩევნების შედეგების არ აღაირებაზე და პარლამენტის არალეგიტუმურად ცნობაზე, როგორც გარეთ, მშვიდობიანი მანიფესტაციების გზით, ისე სხვა ფორმების გამოყენებით. თუ ისინი წინადადებას არ მოიტანენ, მივიღებთ ერთპარტიულ, საბჭოური სტილის პარლამენტს”– განაცხადა კაპანაძემ

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი