“ველი, “ქართული ოცნება” მოვა ისეთი კომპრომისული, გონივრული წინადადებით რომლითაც ეს კრიზისი დასრულდება და ერთი დამარცხელბული და ერთი გაარჯვებული კი არ გავა მოლაპარაკების მაგიდიდან, არამედ ყველა გამარჯვებულები გავალთ. საქართველო იქნება გამარჯვებული.”-ამის შესახებ პარტია ‘’მოქალაქეების’’ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ასევე ელისაშვილი იმედოვნებს, რომ მესამე რაუნდი შედეგიანი იქნება და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებით დასრულდება.
“ჯერ-ჯერობით ქართული ოცნება დუმს. რესურსი არის, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააცნობიეროს მდგომარეობის სიმძიმე და რეალურ კომპრომისზე წავიდეს.”- განაცხა ელისაშვილმა.