„ვგეგმავთ, რომ პირველი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები”-ტიკარაძე

ავტორი: კახი კახეთელიძე

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ტიკარაძემ ასევე განმარტა, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ან სხვა სფეროების გახსნის შესახებ საბჭო იანვრის ბოლოს იმსჯელებს.

„ვგეგმავთ, რომ 1-ლი თებერვლისთვის გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ უკვე გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში. კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და რომელი შემდგომი სფერო გაიხსნება, ამაზე ვიმსჯელებთ იანვრის ბოლოს, როდესაც გვექნება მეტი სიცხადე, თუ რა რეგულაციებს დავაწესებთ კონკრეტულ ბიზნესში და რომელი რეგულაცია იქნება უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა მინისტრმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი