“ვაშინგტონში სერიოზულად განიხილება უახლოეს პერიოდში ირანზე საჰაერო თავდასხმის სცენარი”-ირაკლი გოგავა

ავტორი: შორენა პირველი
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი გოგავა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას მიმოიხილავს. გოგავას თქმით, ვაშინგტონში სერიოზულად განიხილება ირანზე საჰაერო თავდასხმის სცენარი.
“ვაშინგტონში სერიოზულად განიხილება უახლოეს პერიოდში ირანზე საჰაერო თავდასხმის სცენარი. პირველადი სამიზნე ირანის ბირთვული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა იქნება. პენტაგონმა ერაყის ქურთისტანში ერბილში მდებარე თავის ბაზაზე, ყატარსა და რეგიონში რამდენიმე სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H Stratofortress გადაისროლა ჩრდ. დაკოტადან. ბომბდამშენებს გამანადგურებლები და საწვავის ჰაერში შემავსებელი თვითმფრინავები აცილებდნენ მთელ გზაზე. მაიკ პომპეოს ბოლო ტურნეს თბილისის შემდგომი ნაწილი ანტი-ირანულ ქვეყნებს მოიცავდა: ისრაელი, საუდის არაბეთი, ემირატები, ყატარი. ისრაელი ემზადება ირანიდან მოსალოდნელი დარტყმის და ირანის პროქსი ძალების შეტევის მოსაგერიებლად და მზადყოფნაში მოჰყავს საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.
დაუდასტურებელი მონაცემებით ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ საუდის არაბეთის მეფეს ელ-რიადში ესტუმრა. ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინტერნეტის კაბელის მონტაჟი იგეგმება. ტრამპის მხარის ადვოკატის სიდნი პაუელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილმა სპეციალისტმა დაადასტურა აშშ-ს არჩევნებში გამოყენებული საარჩევნო ხმის დამთვლელ სისტემა “დომინიონი”-ს პროგრამაში ირანიდან და ჩინეთიდან შეღწევის ფაქტები. ისრაელის მოსადმა თეირანში ალ-ყაედას გავლენით მეორე ლიდერი ალ მასრი და რამდენიმე ირანელი ფიზიკოსი მოკლა. გაეროს ბირთვული ორგანიზაციის ბოლო ცნობით ირანს 12-ჯერ მეტი გამდიდრებული ურანი აქვს დღეს ვიდრე 2015 წელს გააჩნდა.
P.S. მანძილი თეირანსა და საქართველოს შორის დაახლოებით 800 კმ-ია. იმედია, ქარი ჩვენსკენ არ დაუბერავს,”-აცხადებს ირაკლი გოგავა.
0

You may also like

დატოვეთ კომენტარი