ვასილ მაღლაფერიძე “ქართული ოცნების” ყრილობაზე – “ჩემი პოზიცია არის ის, სადაც ახლა ვდგავარ”

ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა და ეს გამოწვევა წარმატებით უნდა იქნას ჩაბარებულია. “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი პოზიცია იქ ყოფნით გამოიხატება.

“დღეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოწვევა ქვეყნის ცხოვრებისთვის, რომელსაც, ვფიქრობ, ეს ქვეყანა ღირსეულად ჩააბარებს. თქვენ მეკითხებით, რა არის ჩემი პოზიცია. ჩემი პოზიცია არის ის, სადაც ახლა ვდგავარ, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ მისი კანდიდატურის დანიშვნას, მაღლაფერიძის თქმით, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

“ჯერ არ ვიცი. კონსულტაცია მქონდა ირაკლი კობახიძესთან, კიდევ რამდენიმე ადამიანთან და ვნახოთ, როგორი იქნება ყრილობაზე არჩევნების შედეგები”, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი