‘’ვარ ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით’’ – კარლ ჰარცელი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’საერთო ჯამში, ვფიქრობ, გუშინ კარგი დისკუსია გვქონდა. შევეხეთ ყველა საკითხს, რაც ამ დიალოგის ნაწილია, ასევე შევძელით გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია, გაგვეღრმავებინა გაგება მხარეებს შორის ზოგ საკითხში.’’ – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მესამე რაუნდის შემდეგ განაცხადა. კარლ ჰარცელის კომენტარის თარგმანი ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2-ის’’ ეთერში გავრცელდა.

მისივე თქმით, იმდენი რაუნდი ჩატარდება რამდენიც საჭირო იქნება, რადგან რთულია განსხვავებული პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება და არავინ იცის რით დამთავრდება ეს ყველაფერი.

‘’ამას გავაგრძელებთ დღესაც და ვნახავთ რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ, საერთო პლატფორმის მისაღწევად. პარლამენტის შეკრებამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომლაპარაკებლები ამ პროცესს გავაგრძელებთ. მხარეთა მოთხოვნები ნამდვილად განსხვავებულია, ამიტომ ვიყავი და ვარ ფრთხილი მოლოდინებთან დაკავშირებით. ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ. ამის იმედი გვაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ეს იქნება რთული და მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ. მზად ვარ იმდენი მოლაპარაკებათა რაუნდისთვის, რამდენიც საჭირო იქნება, ვიდრე ვხედავთ, რომ პროგრესი არის და ვიდრე ვიგრძნობთ, რომ მივიწევთ წინ. ამისათვის მზად ვარ, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გველის ხვალ.’’ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი