“ვარ საჯარო მოხელე, მაიძულეს მოსვლა” – ბიულეტენზე წარწერას მამუკა მდინარაძე ოპოზიციის პროვოკაციად აფასებს

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ზოგიერთი მხარდამჭერი აპირებს, რა თქმა უნდა მათი ლიდერების მითითებით, ბიულეტენებზე დააფიქსიროს მინაწერები, თითქოს ისინი არიან საჯარო მოხელეები და ვინმემ აიძულა არჩევნებში მონაწილეობა” – განაცხადა “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარეძემ.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა. აღნიშნულ წარწერებს კი ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების დისკრედიტაციისა და ნეგატიური პიარისთვის იყენებენ.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურის დღეს, “ალტერნატივას”  ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ბიულეტენების ფოტოები წარწერით “ვარ საჯარო მოხელე, მაიძულეს მოსვლა”.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი