ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გავრცელდა კიდეც მედიასაშუალებებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებს მოგახსენებთ მოგვიანებით“, – განაცხადა ვაჟა სირაძე.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.