ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ავტორი: ცოტნე წერეთელი

ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. თბილისის მერიის განცხადებით, ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ. ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.

გავრცელებული ინფორმაციით , ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store- ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია — Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ.

როგორც მერიაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი