“ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის კომპრომისული ვარიანტი” – ზურაბ ჯაფარიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“მოლაპარაკების მაგიდა იმისთვის არსებობს, რომ მოხდეს რაღაც ტიპის შეთანხმება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის კომპრომისული ვარიანტი. იმედს ვიტოვებ, რომ შეიცვლება ხელისუფლების პოზიცია, იმიტომ რომ ვადამდელი არჩვენების დანიშვნის გარდა, სხვა კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს. თუ ეს არის მიუღებელი, მაშინ ხელისუფლება უნდა მოვიდეს და განსხვავებული ვერსია დადოს, რაც მერე შეიძლება განიხილოს ოპოზიციამ. ამ წუთში ვართ ამ რეალობაში და ვნახოთ რა იქნება” – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფასილიტატორები ცდილობენ ხელისუფლებისა და ოპოზციის ხედვების დაახლოებას, რათა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უფრო შედეგიანი იყოს.

“ფასილიტატორების ინტერესი, მე რაც დავინახე ამ შეხვედრიდან, არის ის, რომ წინასწარ ეძებონ სად შეიძლება მოხდეს პოზიციების დაახლოება, რომ მესამე რაუნდი როდესაც გაიმართება იყოს მაქსიმალურად შედეგიანი და არა უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის”– აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეხვედრებს ცალ–ცალკე მართავენ. შალვა ნათელაშვილს, ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილს უკვე შეხვდა კარლ ჰარცელი. მოგვიანებით ზურაბ ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე ერთობლივად შეხვდნენ  ევროკავშირის ელჩს, სადაც აშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც იმყოფებოდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი