“ექსპო-ჯორჯიასთან” დაკავებული აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„ექსპო-ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები გათავისუფლებული არიან. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, ისინი შსს-დან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

გათავისუფლებულია ყველა დაკავებული, გარდა გიორგი მუმლაძისა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

“ექსპო-ჯორჯიასთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით სულ 9 პირი დააკავეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი