„ეფესბემ“ მოსკოვის ოლქში ტერაქტები აღკვეთა

ავტორი: კატო მალანია

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (“ეფესბე“) ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წევრი დააკავა, რომლებიც მოსკოვის ოლქში ტერორისტული თავდასხმებისა და საბოტაჟის მოწყობას გეგმავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, “ეფესბეს“ თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საცხოვრებელ შენობებში 5 პირი დააკავეს. ერთ-ერთი ბინიდან ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ვლადიმირის ოლქში დაკავებული ეჭვმიტანილი წარმოშობით ცენტრალური აზიის ერთ-ერთი რესპუბლიკიდანაა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი