ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა

ავტორი: ნანა წულაია

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში, ორგანიზაციის თავმჯდომარეების ხუთეულმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეული მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისამდი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოს აღიარებულ საზღვრებში.

გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სიტუაციის გაუარესების გამო.

გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისამდი, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფასილიტაციისადმი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მთავარი საერთაშორისო პლატფორმაა ამ მიმართულებით და ეუთო მზად არის, განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირსა და გაერო-სთან ერთად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი