ეუთოს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას სამხრეთ კავკასიაში ახალი წარმომადგენელი ეყოლება. იგი ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ეუთომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ალბანელი დიპლომატის მანდატი მოიცავს სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში პოლიტიკური სიტუაციის მონიტორინგისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს შორის დიალოგის ხელშეწყობას.

„კერძოდ, მისი საქმიანობა მოიცავს, საპარლამენტო დონეზე მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით შერიგებასა და რეაბილიტაციას. ასევე განიხილოს გზები ნდობის განსამტკიცებლად და უფრო ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ეუთო-ს ღირებულებებსა და პრინციპებზე, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მჭიდროდ იმუშავებს ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ასევე მინსკის ჯგუფთან და მათ თანათავმჯდომარეებთან და თვალს მიადევნებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განვითარებულ მოვლენებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი