„ეს ჩვენნაირი მცირე ბაზრის მქონე ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა“ – ამერიკულმა გიგანტმა MOTOROLA SOLUTIONS-მა „კომუნიკომი“ დააჯილდოვა

ავტორი: neopress.ge

თანამედროვე ციფრული რადიოკავშირგაბმულობის დანერგვა, რევოლუციური პროექტების განხორციელება, ინოვაციების მიზნობრივად გამოყენება – ეს ის მიზეზებია, რის გამოც ამერიკულმა გიგანტმა MOTOROLA SOLUTIONS-მა ქართული კომპანია „კომუნიკომი“ ყოველწლიურ საპარტნიორო კონფერენციაზე  სხვა პარტნიორებს შორის გამოარჩია. აღნიშნული ღონისძიება ონლაინფორმატში გაიმართა, ხოლო სპეციალური ჯილდო გამარჯვებულს ფოსტით გამოეგზავნა. „კომუნიკომის“ დირექტორის, ნოდარ მოდებაძის თქმით, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატებაა.

„შპს კომუნიკომი საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და დღემდე საკმაოდ ბევრი და საინტერესო პროექტი განახორციელა. რაც შეეხება ამერიკულ გიგანტს – Motorola Solutions, ის დღეის მდგომარეობით მსოფლიო ბაზრის 70%-ს ფლობს და საკუთარ პროდუქციის რეალიზებას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ამ ვითარებაში ჩვენნაირი პატარა ბაზრის მქონე ქვეყანა სხვა პარტნიორებს შორის მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა და სპეციალური ჯილდოც დავიმსახურეთ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ კომპანიის კი არა, საქართველოს წარმატებაცაა“ – აღნიშნა ნოდარ მოდებაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი