“ეს არჩევნების მერე უნდა, ამიტომ გვქონდა საჩივრები, მხოლოდ ჩვენს პარტიას 800-მდე საჩივარი ჰქონდა დაწერილი”-ბაქრაძე

“ეს აღცევნების მერე უნდა გაკეთებულიყო, ამიტომ გვქონდა საჩივრები, მხოლოდ ჩვენს პარტიას 800-მდე საჩივარი ჰქონდა დაწერილი.“-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

დავით ბაქრაძემ არჩევნების გაყალბების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პარლამენტში ოპოზიციის “შეტყუებას” ცდილობს. ის თვენახევრის შემდეგ ყუთების გახსნას არაეფექტურად მიიჩნევს.

„დავიწყოთ იმით, რომ საკითხის ასე დაყენება პარლამენტში შემოდი და მერე გამოვიძიოთ და ვნახოთ რა იქნებაო, არასწორია. „ოცნების“ ხედვით, კრიზისი უნდა განიმუხტოს პარლამენტში ოპოზიციის შეტყუებით და არა რეალურად გამოსავლის მოძებნით. ამიტომ სატყუარად ფულს დაგიდებენ, შემოდი და დაფინანსებას მოგცემო, თუ კომისიას, რომ შემოდი და კომისიას შეგიქმნიო, დიდი განსხვავება არ არის. თანაც, მეორე, დღეს რა უნდა გამოიკვლიოს ამ კომისიამ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვქონდა ასეულობით საჩივარი და ცესკომ არცერთი საჩივარი არ განიხილა შინაარსობრივად. ყველა ინსტანციის სასამართლოში გვქონდა შეტანილი და საჩივრებზე ყველა ინსტანციის სასამართლომ უარი გვითხრა. მაშინ, როცა საჩივრების განხილვის, მართლა შემოწმებისა და გადამოწმების დრო იყო, ყველაფერზე უარი გვითხრეს და დღეს უნდა გადავთვალოთ იმ ყუთებში რამე? ვინ იცის რა არის შიგნით? დღეს იმ ყუთების გადათვლით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 70% აქვს და ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები. ვინმემ იცის, რა დევს იმ ყუთებში თვენახევრის შემდეგ? როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა წინადადება, რომ ყუთი, რომელიც ჩაკეტილია უბანზე, რომლის გასაღებიც უბნის თავმჯდომარეს აქვს, რომელიც „ქართული ოცნების“ არის, რომლის ბეჭედი და ლუქი აქვს უბნის თავმჯდომარესა და ოლქის თავმჯდომარეს, რომელიც „ქართული ოცნების“ არის, თვენახევრის შემდეგ შეხვიდე და ასეთ პირობებში ბიულეტენები შეამოწმო? იმ ყუთებით დღეს შეიძლება, ცხონებული ბრეჟნევი აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტად, ნებისმიერი ბიულეტენი შეიძლება ეგდოს იმ ყუთში თვენახევრის შემდეგ, ეს ხომ არასერიოზული წინადადებაა.”, – განაცხადა ბაქრაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი