‘’ეს არის პრინციპული ბრძოლა არა მანდატებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის’’ – მამუკა ხაზარაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„მე კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ოპოზიციის პოზიცია, რომელიც არის იგივე და არ შეცვლილა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან მზაობა არის.’’ – ამის შესახებ ‘’ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და სწორეს ეს ‘’პრინციპული ბრძოლა’’ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს.

‘’ბურთი არის „ოცნების“ და ხელისუფლების მხარეს და დაველოდებით მათ მზაობას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. მოთხოვნები არ შეცვლილა. ეს არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების თემა და სრულად შეცვლა საარჩევნი კოდექსის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ 30-წლიან გაყალბების ისტორიას და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ძლიერი, სუფთა, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარება, რადგან აქედან იწყება სახელმწიფოს მშენებლობა. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც არ შეცვლილა და ველოდებით ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას. ეს არის პრინციპული ბრძოლა არა მანდატებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ განვითარდება ის და იქნება პროდასავლური, ევროპული, გამჭვირვალე და სამართლიანი, თუ იქნება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მსგავსი, დახურული და უსამართლო ქვეყანა.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი