‘’ეს არის კანონით დასჯადი ქმედება’’ – ცესკო

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ფაქტი არის ერთი – დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები, სავარაუდოდ, გამოყენებული აქვს ამომრჩეველს, რომელსაც, როგორც ჩანს, წინა საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები ჰქონდა შენახული. ბიულეტენები არის სახელმწიფო საკუთრება და მისი უბნიდან გატანა ან გაზრახ დაზიანება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია.’’ – ამის შესახებ ‘’ცესკო’’–ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ‘’ცესკო’’–ს ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შედეგების გასაჯაროების პროცესში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა პროგრამისტებმა მონაცემები ალტერნატიულ ფორმატში მიაწოდეს საზოგადოებას.

‘’მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. იყო ტექნიკური შეფერხება, სიღრმისეული მიზეზები დგინდება და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აუცილებლად მოგახსენებთ, მაგრამ მთავარი იყო ის რომ ჩვენმა პროგრამისტებმა შეძლეს და ალტერნატიული სახით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს კენჭისყრის წინასწარი შედეგები.’’ – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი