‘’ეს არის დავალება, რომელსაც ემორჩილება პროკურატურა’’ – ნინო კალანდაძე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’გავრილოვის ღამის’’ შემდეგ ივანიშვილმა მოღალატის იმიჯი შეიძინა და ახლა ამ საქმით ცდილობს გამოვიდეს აქედან. მე მისვამდნენ ჰიპოტეტურ შეკითხვებს, თუ როგორ შეეძლო კომისიას ეხელმძღვანელა. ეს არის კითხვები, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ ბრალდების მხარე ძალიან წვალობს, რათა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულოს. ეს არის დავალება, რომელსაც ემორჩილება პროკურატურა.’’ – ასე გამოეხმაურა ‘’რუკების საქმეს’’ პოლიტიკოსი ნინო კალანდაძე ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების არანაირი საფუძველი არ ჰქონია ბრალდების მხარეს და გამოძიების დაწყება მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა.

‘’საქმე იმდენად სუსტია, რომ არ ირკვევა ბრალდება და დანაშაული. მთელი ეს საქმე სუფთად პოლიტიკურად მოტივირებულია, ასე რომ არ იყოს, გაცილებით უფრო ადრე დაინტერესდებოდა მოქმედი ხელისუფლება. ივერი მელაშვილზე ჯოხის გადატეხვა საქმით, რომელიც არ არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ ყურით მოთრეული საქმე. ამ საქმეს ინერციით აგრძელებენ, რადგან დაწყებულია და ბოლომდე უნდა მიიყვანონ.’’ – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი