ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

ესპანეთში მოსახლეობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვაქცინა მზად 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება.

ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მთავრობა ვაქცინაციის გეგმას მოსახლეობას სამშაბათს გააცნობს.

ბოლო პერიოდში ესპანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ერთ მილიარდი ევრო გამოყო, ასევე შექმნა სპეციალური კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ მიიღებს პირველ ვაქცინას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი