“ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა” – „ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა” – ამის შესახებ „ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა პრემიერმინისტრთან  და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა, თუმცა არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენებაც მნიშვნელოვანია და ამაზე მუშაობენ.

“ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს” – განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი