“ერთპარტიული პარლამენტი ოპოზიციის გამარჯვება არ არის” – სალომე სამადაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ერთპარტიული პარლამენტი არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მიმაჩნია, რომ ერთპარტიული პარლამენტი არის ყველას მარცხი, სახელმწიფოს მარცხია და არ მიმაჩნია, რომ ეს არის ოპოზიციის გამარჯვება” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ,,პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საჯარო თავდასხმებს უნდა შეეშვას და სერიოზულად იფიქროს სამოქმედო გეგმაზე. ამასთან, სამადაშვილი იმედოვნებს, რომ სამუშაო ფორმატს მალე დაუბრუნდებიან.

,,ოპოზიცია ძალიან მშვიდად პრაგმატულად, ზედმეტი ეგოების შეჯიბრის და არაჯანსაღი მიდგომების გარეშე უნდა დაჯდეს საერთო მაგიდის გარშემო და იმსჯელოს რა არის მის ინტერესებში. თუ გვიღირს, რომ 2022 წელს მივიღოთ ხელმოწერილი დაპირება ვადამდელი არჩევნების და ბევრი სხვა პირობების მიყოლებით შესაძლოა, ამაზე ვიმსჯელოთ. როცა არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ეს ხელისუფლება არის დასრულებული. არ მომწონს ის პროცესები, რასაც ოპოზიციაში ვხედავ. ამას ეგოების შეჯიბრს დავარქმევდი, პრაგმატულ დისკუსიას ვერ ვხედავ და იმედია, ოპოზიცია ამ ფორმატს მალევე დაუბრუნდება. ზედმეტი საჯარო თავდასხმები, რომლის არსსაც ვერ ვხედავ, ალბათ ჯობია, რომ ძალიან საქმიანი დისკუსია ჰქონდეს ოპოზიციას მუდმივად მაგიდის გარშემო და შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე“, – განაცხადა სამადაშილმა.

მან მიხეილ სააკაშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ფიგურის გარეშე ოპოზიცია ასეთი ძლიერი არ იქნებოდა.

,,არჩევნების შედეგებით როგორც გაიზომა მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ 8 წელიწადია დევნილობაშია რჩება ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერად.  მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რომ არ არსებობდეს, ოპოზიცია ძალიან რთულ მდგომარეობაში იქნებოდა. ოპოზიციის წონა იზომება ხმების რაოდენობით, უამრავი სხვა პარტიაა, თუ აქვთ სურვილი რომ მიიზიდონ ამომრჩეველი დაე მიიზიდონ, მაგრამ დღეს „ენმ“, რომელიც მოიაზრება მიხეილ სააკაშვილის ლიდერობასთან, არის გაცილებით უფრო ძლიერი ოპოზიციური ფლანგი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი