„ერთი რაუნდი კიდევ იყო დარჩენილი, რომელიც პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა” – ხატია დეკანოიძე

ავტორი: ნანა წულაია

„ერთი რაუნდი კიდევ იყო დარჩენილი, რომელიც პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებისგან პოზიტიური მოლოდინი არ აქვს და მოთხოვნებიც  უცვლელია.

„რაიმე კონკრეტული ინფორმაცია მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით არ მაქვს. ერთი რაუნდი კიდევ იყო დარჩენილი, რომელიც პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა, როდესაც ღიად გამოვიდა კობახიძე, დაემუქრა ოპოზიციურ პარტიებს და თქვა, არაფერი აინტერესებს „ქართულ ოცნებას“ და ზოგადად, მოლაპარაკებებია მათთვის პრიორიტეტული. ამიტომ, გამიჭირდება რამე კონკრეტულის თქმა. თუ იქნება ოპოზიციურ ერთობასთან ერთად და შედგება ჩვენს მედიატორებთან ერთად მსგავსი შეხვედრა, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას. უცვლელი რჩება ჩვენი მოთხოვნები, ესენია: პოლიტპატიმრები, რიგგარეშე არჩევნები და ზოგადი რეფორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ასევე პლებისციტი, რომელიც არის მისაღწევი იარაღი ამ ახალ არჩევნებამდე. იგივე მოთხოვნები იქნება. არ ვიცი სივრცე, რომელსაც კობახიძის განცხადების შემდეგ, შეიძლება ვუწოდოთ რომ დახურულია, მაგრამ ვნახოთ. დიდად პოზიტიურად განწყობილი არ ვარ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი