ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები მას ქვეყნის ღალატში დებენ ბრალს.

აქციაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა ცენტრალური გზის ბლოკირება სცადეს. მათ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად სომხეთის პრემიერმინისტრმა ტერიტორიების ნაწილი აზერბაიჯანს გადასცა.

11 ნოემბერს სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა “ეროვნული გადარჩენის კომიტეტის” შექმნის შესახებ განაცხადეს. ისინი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი