ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ავტორი: ნანა წულაია

ერევანში საპროტესტო მსვლელობა იმართება. სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ქმედება ყარაბაღთან მიმართებაში მოღალატეობრივია.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან დაიწყეს და რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც ისინი სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი