ქალაქთა შორის მოგზაურობის შეზღუდვა, მოლების დაკეტვა – რაზე იმსჯელეს ეპიდემილოგებმა და მთავრობის წევრებმა

დღეს მთავრობის კანცელარიაში ეპიდემოლოგებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ექსპერტები გიორგი გახარიას ახალი მკაცრი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებას ურჩევენ. საუბარი მიმდინარეობს ქალაქთა შორის მოგზაურობის შეზღუდვაზე, მოლების დაკეტვაზე და ა.შ.

ქვეყნის ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე სრული ჩაკეტვის დაწესება კვლავ შეუძლებლად რჩება.

ასევე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის მზაობას. კლინიკების ძალიან დიდ ნაწილში აღარ არის პაციენტების მისაღებად აუცილებელი რაოდენობის ადგილი. ამის გამო, მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდება ბინაზე.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭარაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი