“ენგურჰესის” მუშაობის 3-4 თვე შეჩერება პრობლემებს არ გამოიწვევს – ნათია თურნავა

ნათია თურნავას განცხადებით, “ენგურჰესის” 3-4 თვით შეჩერება საქართველოს ენერგეტიკულ ზიანს არ მოუტანს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება  ,.მელექტროენერგიას რუსეთიდან შეიძენს.

„ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და გამომუშავება მინიმალურია. „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია.

რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ”, – აღნიშნა თურნავამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი