ემანუელ მაკრონი: საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება სავალდებულო არ იქნება

ავტორი: ნანა წულაია

საფრანგეთში მოქალაქეებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.

„ეს აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ვაქცინა სავალდებულო არ იქნება. მოდით, ვენდოთ ჩვენს მკვლევარებს და ექიმებს. ჩვენ განმანათლებლების და პასტერის ქვეყანა ვართ, ჩვენ გონიერებითა და მეცნიერებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – წერს მაკრონი.

„გარდიანი“ წერს, რომ საფრანგეთში ყოველი სამი ადამიანიდან ერთი „კოვიდ-19“-ის ვაქცინას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, რაც მსოფლიოში ვაქცინის მიმართ უნდობლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი