“ელჩებმა დაუშვეს შეცდომა, როცა ოპოზიცია გადალახულებად და არაგადალახულებად დაყვეს”– დავით ჭიჭინაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“თვითონ ელჩებმა დაუშვეს თავიდან ძალიან დიდი შეცდომები, როდესაც ოპოზიცია გადალახულებად და არაგადალახულებად დაყვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ პირდაპირ გაიზიარეს „ოცნების” არითმეტიკა” – ამის შესახებ “ტრიბუნას” ტავმდჯომარემ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატები ახლა აცნობიერებენ, რომ ქართველი ხალხი გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს და ოპოზიციურ პარტიებს  მოუწოდებენ  იყვნენ შეურიგებლები.

“ახლა, ნელ-ნელა, უკვე ისინიც ათვითცნობიერებენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ თვლის 2020წლის არჩევნებს ლეგიტიმურად, ხალხი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და პირიქით, ოპოზიციას მოუწოდებს შეურიგებელი იყოს. ელჩის განცხადებაც, რომ “ხალხში დაიკარგა ნდობა არჩევნების მიმართ” ყველაზე შემაშფოთებელია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა დემოკრატიასთან მიმართებაში. დამოუკიდებელ ქვეყანაში შეეგუო იმას, რომ გიწევს ბრძოლა დემოკრატიის და დემოკრატიული არჩევნებიისთვის, წარმოუდგენელია! მოკლედ, ჩვენი ქვეყნის მომავალი პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევქმნათ, რადგან ვერავინ მოვა და ვერავინ დაგილაგებს სიტუაციას. თუმცა, “ოცნებას” აუცილებლად მოუწევს აშშ ელჩის განცხადებაზე სერიოზული დაფიქრებაც, იმიტომ, რომ მათ გაითვალისწინეს ხალხის აზრი, ხალხში კი, ცვლილებების მოთხოვნაა“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი