„ელიტ ელექტრონიქსის” დირექტორი – იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის

ავტორი: კატო მალანია

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს. ჩვენს შორის შედგა უკვე მეორე შეხვედრა, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის” გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ჯობავამ, პრემიერ-მინისტრთან ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„პირველი შეხვედრა იყო ორშაბათს, სადაც განვიხილეთ საკითხები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, გვქონდა რამდენიმე ვერსია, შაბათ-კვირის დაკეტვასთან დაკავშირებით. დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი”, – განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი