ეკონომიკური საქმიანობები, რომლებსაც დამატებითი შეზღუდვები არ შეეხება

ავტორი: თიკო ნოდია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები გამკაცრდება, თუმცა ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი მუშაობას გააგრძელებს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

9. და სხვ.

– არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი