ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი მომდევნო დღეებში გაიმართება. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ უწყების მოწოდება დაწესებული რეგულაციების მინიმალურად მოხსნა/შემსუბუქებაა.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.