ეკატერინე ტიკარაძე: „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია

ავტორი: თიკო ნოდია

“დღეს საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გუშინ ჩამოფრინდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში არის „რემდესივირი“, რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება ეფექიანი და უსაფრთხო იქნება, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“,- თქვა მან.

ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება ქართულ ბაზარზე არსებულ პირბადეებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს სრულიად უსაფრთხოდ შეუძლიათ მათი გამოყენება .

“ჩვენს მოქალაქეებს შეუძლით სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომლებიც დღეს ჩვენს ბაზარზე არის. მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული, აქედან გამომდინარე, მთავარი არის მოხმარების ხარისხი, როგორ ვიყენებთ ჩვენ პირბადეს. კონკრეტულად ამ პირბადეებს აქვს დაცული ყველა ის სტანდარტი, რაც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სანამ შემოდის პირბადე ის გადის გარკვეულ კონტროლს და კონტროლის შემდეგ დაიშვება. წარმოების პერიოდშიც ვიდრე წარმოება გადის ქსელში, ჩვენ ამაზე ვაძლევთ დასტურს, რომ შეიძლება გაყიდული იყოს აღნიშნული პირბადე”, – განაცხადა ტიკარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი