ეკატერინე ტიკარაძე: ამ დროისთვის ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ამ დროისთვის  ჩინურ ვაქცინას საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა არ გააჩნია, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს – აღნიშნული განცხადება უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ტიკარაძის განმარტებით, საუბარია “ფაიზერისა“ და “ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, რომელთა შეძენაც “კოვაქს პლატფორმიდან“ ხდება.

“როგორც კი, გვექნება დასტური იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას შეძლებს “კოვაქს პლატფორმა“, გავასაჯაროებთ. ნებისმიერი პროცესი თანმიმდევრულად წარიმართება. ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად მიიღებენ საჭირო რაოდენობის ვაქცინას. ალტერნატიულ ბაზრებზე გვაქვს საუბრები, მაგრამ ალტერნატიული ბაზრებს გარკვეული რისკები გააჩნიათ. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ საკმაოდ ფრთხილად. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოცემულ პროტოკოლს მივყვებით, რადგან ეს არის ყველაზე უსაფრთხო გზა ვაქცინაციის მიღებისათვის“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი