ევროსასამართლომ უნგრეთი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა

ევროსასამართლომ უნგრეთი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა. სასამართლოს დადგენილებით, უნგრეთმა უარი განაცხადა ლტოლვილების მიღებაზე და სერბეთის საზღვარზე მათი იძულებითი დეპორტაცია მოახდინა.

“როიტერსის” ცნობით, უნგრეთმა მიგრაციული პოლიტიკა უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაჯარიმდება.

მიგრაციული კრიზისის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქვეყნის სამხრეთ საზღვრის ჩაკეტვის განკარგულება გასცა, რითაც ასობით ათას მიგრანტს ტრანზიტული მარშრუტი დაუბლოკა. ამის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირები ე.წ. მიგრაციულ სატრანზიტო ზონებში აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, იუდიტ ვარგამ განაცხადა, რომ უნგრეთი შეინარჩუნებს მკაცრ სასაზღვრო კონტროლს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უნგრეთისა და ევროპის საზღვრების დაცვას და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თავიდან ავიცილოთ საერთაშორიო მიგრაციული დერეფნების ჩამოყალიბება. უნგრეთი იქნება მხოლოდ უნგრული, ვიდრე მისი საზღვრები ხელშეუხებელი რჩება. ამიტომ არა მხოლოდ ჩვენი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა, არამედ ჩვენი შვილების მომავალიც გვაიძულებს საზღვრების დაცვას“, – განაცხადა მინისტრმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი