ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხანდაზმულები და სამედიცინო პერსონალი აიცრებიან. შემდგომში კი მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება.
“დღეს, ამ რთული წლის დასრულებას მნიშვნელოვნად ვასრულებთ. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროპის ქვეყნებში ჩამოვიდა. ვაქცინაცია ევროკავშირის ქვეყნებში ხვალ დაიწყება. ევროპის ვაქცინაცია გაერთიანების მნიშვნელოვანი მომენტია. ეს პანდემიისგანდაშორების ერთადერთი გზაა.”- განაცხადა ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის მოსახლეობა 450 მილიონს შეადგენს.