მკვლევრებმა 100-ზე მეტ ახალ მუმიას მიაგნეს. ფერადი დალუქული სარკოფაგები   2 500 წლის წინანდელია, როდესაც ეგვიპტეს პტოლემაოსთა დინასტია მართავდა.

სარკოფაგები დროებით დჯოსერის პირამიდასთან არის გამოფენილი. ეგვიპტის ტურიზმის მინისტრის, ხალედ ელ-ანანის თქმით, სარკოფაგები მალე კაიროს სამ სხვადასხვა მუზეუმებში განთავსდება.

ფოტო: Getty Images

სექტემბრიდან მოყოლებული, ეგვიპტეში 140-ზე მეტი სარკოფაგი იპოვეს, რომელთა უმეტესობაში კარგად შენახული მუმიები იყო. ყველა ახალი აღმოჩენა საქარას რეგიონში გაკეთდა.

საქარა ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის, მემფისის ნეკროპოლისის ნაწილია. იგივე რეგიონს მიეკუთვნება ცნობილი გიზას პირამიდები. აღსანიშნავია, რომ უძველესი დედაქალაქის ნანგრევები UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს 1970-იან წლებში მიაკუთვნა.

ახალი აღმოჩენები ეგვიპტეში ტურიზმის გამოსაცოცხლებლად მნიშვნელოვანია, რადგან 2011 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში ჰოსნი მუბარაკის ავტოკრატიული მმართველობა ჩანაცვლდა, ტურიზმის ინდუსტრიას, პოლიტიკური არეულობის გამო, პრობლემები შეექმნა. ამას COVID-19-ის პანდემიაც დაემატა. მიღებულმა პრევენციულმა ზომებმა და ვირუსის გლობალურმა გავრცელებამ კულტურულ ტურიზმს სერიოზული ზიანი მიაყენა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი