დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 42 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ვირუსს 2182 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თებერვლიდან დღემდე COVID-19 212526 ადამიანს დაუდასტურდა.
დღეს, ვირუსი 3740-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 188408-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში – 470 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6358, ხოლო კლინიკურ სასტუმროში 1671 ადამიანი.