დღეს ჯარისკაცს არ აქვს განცდა, რომ სხვა დაიცავს – გავიაზრეთ, ეს ქვეყანა არის თითოეული ჩვენგანის საპატრონო

“დღეს ჯარისკაცს არ აქვს განცდა, რომ სხვა დაიცავს – გავიაზრეთ, ეს ქვეყანა არის თითოეული ჩვენგანის საპატრონო”, – ამის შესახებ “ნეოპრესსსამხედრო ექსპერტმა კობა კობალაძემ განუცხადა.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თქმით, შეიცვალა სახელმწიფო იდეოლოგია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თავდაცვის პოლიტიკის შესამუშავებლად.

“იდეოლოგია ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი მამოძრავებელი გენერატორი. თუ სახელმწიფოს არ აქვს იდეა, რისთვისაც უნდა იბრძოლოს, დრონიც და სხვა აღჭურვილობაც ყველაფერი გვერდით რჩება. ჩვენი სახელმწიფო მძიმე გეოპოლიტიკურ სივრცეში იმყოფება. გააზრებული მმართველობა არის მიზეზი იმისა, რომ ქარცეცხლში არ ვართ გახვეულები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მიუხედავად მრავალი მოწოდებებისა, ისტერიკისა და ეთნიკურ სიტუაციებში ჩართულობის მცდელობისა, ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო სტაბილური პოზიციის შენარჩუნება. გარკვეული ეთნიკური ჯგუფები კი მადლიერები დარჩნენ”, – განაცხადა კობა კობალაძემ.

სამხედრო ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ტექნიკით არმიის აღჭურვა. კობალაძემ ხაზი გაუსვა  კომპანია “დელტას” მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში სწორედ “დელტა” აწარმოებდა სამხედრო პროდუქციას.

“დიდგორი და “დიგორ მედავეკი” არ არის მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული მანქანები, ქართული მხარე საკმაოდ წარმატებით ახდენს ამ პროდუქტის რეალიზაციას სხვადასხვა სახელმწიფოში.

“კარგად ვიცნობ “დელტას” პროდუქციას. თავის დროზე როდესაც ჩვენი სახელმწიფო მძიმე კრიზისში იყო და ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, “დელტა” იყო ერთ–ერთი ძირითადი საინჟინრო, მეცნიერულ–ტექნიკური შესაძლებლობა. სწორედ ამ კომპანიის საშუალებით ვაწარმოებდით ადგილზე შეიარაღებას. შესაძლოა უფრო მეტად კუსტარული იყო, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოქმედებაში, წარმოებაში, პრაქტიკაში გამომდინარეობს ის, რაც სრულყოფილ სახეს იღებს.

თავის დროზე გამართული სისტემა გვქონდა, მაგრამ  მოხდა ჩვენი სამხედრო კომპლექსის წარმატებით გაცამტვერება. რაც მისასალმებელია არის ის, რომ გვაქვს კონკურენტუნარიანი შეიარაღების შექმნის შესაძლებლობა. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო ჯერ აწარმოებს თავისას და მერე სხვისას”, – აღნიშნა კობა კობალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი