დღეს საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა,-ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ჩეჩნეთი იყო.
“დღეს, თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ- ში 5.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.”- ნათქვამია განცხადებაში.