„დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა’’ – მიხეილ სააკაშვილი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’დღევანდელი დღე დიდი გამარჯვებაა პირველ რიგში ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია, მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს.’’ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ‘’ფეისბუქის’’ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში და ახლა მთავარია ხელისუფლება და პარლამენტი გახდეს ლეგიტიმური.

‘’ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი