დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით პირადმა შეურაცხყოფამ გაიჟღერა-ადმინისტრაცია

დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით პირადმა შეურაცხყოფამ გაიჟღერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე გაიზარდა ტროლების რაოდენობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს ფაქტი საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის სწორ ხედვაზე მიუთითებს.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა“,-ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი