საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველში COVID-19 სულ 118 690 ადამიანს დაუდასტურდა.
საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 98 781 ადამიანს, აქედან ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 200-მა პაციენტმა დაამარცხა ვირუსი.
უკანასკნელ დღე–ღამეში 39 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 1 124 ადამიანი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში 2037 რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6165, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3920 შეადგენს.