დღეს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა. სულ COVID-19-ს 2443 ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღე-ღამის განმავლობაში , კორონავირუსის 2012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა .
საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 224155 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 208951 ინფიცირებულმა დაამარცხა COVID-19, ბოლო 24 საათში – 2638 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში – 401 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5480, ხოლო კლინიკურ სასტუმროში- 1287 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 13451 კვლევა ტესტით – , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8313, PCR ტესტით – 5138.