დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ცნობით, პროცესზე 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი მოწმე, დაზარალებული არასრულწლოვნი ნ.ხ.

“დღეს ასევე დაიკითხება არასრულწლოვანი ნ.ხ. იგი არის ერთ-ერთი დაზარალებული აგარაკის ეპიზოდში, ანუ მასზე განხორციელდა ძალადობა, შესაბამისად, ამ ადამიანზე განხორციელებული ძალადობა, მათ შორის, როგორც ჩიქოვანზე განხორციელებული ძალადობა გახდა მოტივი იმისა, რომ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს თავს დაესხნენ ჩიქოვანი და სხვები. უამრავი კითხვა იქნება ნ.ხ.-სთან დაკავშირებით, მათ შორის, კითხვები იქნება იმის თაობაზე, რომ თბილისში დაბრუნების შემდგომ როგორ ჩამოვიდა მცხეთაში, რა მიზანი ამოძრავებდა. ის „მერსედესის“ მარკის ავტომობილში იყო”,- განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი