დღეიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე საიმპორტო ნებართვა დისტანციურად გაიცემა

ავტორი: ნანა წულაია

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ არსებული ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოებზე საიმპორტო ნებართვა დისტანციური ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა, – ამას ითვალისწინებს ცვლილებები, რომელიც მთავრობის 426-ე დადგენილებაში შევიდა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ამოქმედებიდან 60 დღის განმავლობაში, გახანგრძლივდება ნებართვის ვადა იმ საწარმოდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის საფუძველზე ჰქონდა იმპორტის განხორციელების უფლება ერთი წლის ვადით და ეს ვადა ამოიწურა 2020 წლის პირველი მარტიდან, ამ დადგენილების ამოქმედებამდე პერიოდში.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი