‘’დრო შეთანხმდება და მორიგი რაუნდი შედგება’’ – სერგო ჩიხლაძე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

„ჩვენ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი საკმაოდ მკვეთრი გზავნილი დავინახეთ. შეგახსენებთ ევროკავშირის ელჩის, ამერიკელი სენატორების განცხადებას ბატონი კობახიძის დაანონსებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. ასევე, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგელების განცხადება, რომ ამ კვირაში სავარაუდოდ, ისინი მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისად, დრო შეთანხმდება და მორიგი რაუნდი შედგება.“ –  ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს და სავარაუდოდ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ამ კვირაში გაიმართება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი